Dsquared 2-ს საკმაოდ მაღალი დონის ჩვენება ჰქონდა მილანის მოდის კვირეულზე. მოდელების ძირითადი ატრიბუტია ფართოდ ჩამოფხატული ქუდი და დიდი ზომის სათვალეები. კოლექციაში წარმოდგენილი იყო როგორც ყოველდღიური ისე საღამოს ჩაცმულობა. დიზაინერმა ქალს კაცის სმოკინგიც კი მოარგო.