კაილი მინოუგი დომენიკო და სტეფანოსთან ერთად ჟურნალ Marie Claire-ის ავსტრალიური გამოცემის აპრილის ნომრის ფოტოსესიაში. მომღერალი დიზაინერებმა Dolce & Gabbana - სამოსში შემოსეს.
"Alannah Hill"-მა წარმოადგინა 2011 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ლუქბუქი.მისი კოლექცია ქალის ელეგანტურობასა და რომანტიზმს,მის ბავშვურობას უსვამს ხაზს.ტანსაცმლიდან ჩანს,რომ დიზაინერი არ ერიდება ექსპერიმენტს ძლიერ პრინტებთან და დელიკატურ ქსოვილებთან.მოდელად კი წელს ვიქტორია ლი(Victoria Lee) აირჩია მან და ენდრიუ მაქკოლის(Andrew MacColl)ფოტოობიექტივის ქვეშ მოახვედრა.
Dsquared 2-ს საკმაოდ მაღალი დონის ჩვენება ჰქონდა მილანის მოდის კვირეულზე. მოდელების ძირითადი ატრიბუტია ფართოდ ჩამოფხატული ქუდი და დიდი ზომის სათვალეები. კოლექციაში წარმოდგენილი იყო როგორც ყოველდღიური ისე საღამოს ჩაცმულობა. დიზაინერმა ქალს კაცის სმოკინგიც კი მოარგო.