ემა ვოთსონი ტაიმაუტს იღების ბრაუნის უნივერსიტეტიდან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. ემას სჭირდება მეტი დრო, რათა წარმატებით დაასრულოს მუშაობა "ჰარი პოტერის და სიკვდილის საჩუქრების" მეორე ნაწილზე.
ემამ ინტერვიუს დროს განაცხადა: " როგორც იცით მე ძალიან მიყვარს ბრაუნი და სწავლა, თუმცა ბრაუნში სწავლის პარალელრად ფილმებზე მუშაობა შეუძლებელია. მე გადავწყვიტე ავიღო ტაიმაუტი სწავლისგან, რათა კონცენტრირება მოვახდინო ჰარის პოტერის ბოლო ნაწილის წარმატებით დასრულებაზე და ასევე სხვა სამსახიობო პროექტებზე. შესვენებას ჯერჯერობით ერთი სემესტრით ვგეგმავ, შემდეგ მოვიფიქრებ მომავალში რას გავაკეთებ"
|