ეს რეცეპტი ძალიან ადვილი გასაკეთებელია. ის უხდება ბრინჯის კერძებს. ძალიან ორიგინალური გემო აქვს - მოტკბო მომჟავო, სასიამოვნო და გამაგრილებელი. კიტრი დავჭრათ კუბიკებად. ხახვი დავჭრათ მსხვილად და მწვანილი წვრილად. ჩავყაროთ ჯამში, დავასხათ ლიმონის წვენი, დავაყაროთ შაქარი და ყველაფერი ავურიოთ. სურვილისამებრ შეიძლება დავაყაროთ ქუნჯუთი.