”მე პირველი პოპვარსკვლავი ვიქნები, რომელიც იმავე გარემოში იცხოვრებს, რომელშიც დაიბადა” - განაცხადა ლედი გაგამ. მომღერალმა აღიარა, რომ საერთოდ არ მოსწონს ჰოლივუდი და ნიუ-იორკული ცხოვრების წესი ურჩევნია. ”მე საერთოდ არ შევცვლივარ, ისევ იმავე ბარებში დავდივარ და ვისკის ვსვამ, იმავე მაღაზიებს ვსტუმრობ, რასაც ადრე” - ამბობს სტეფანი ჯერმანოტა და ამტკიცებს, რომ ლედი გაგა უბრალოდ მისი ფსევდონიმია, რეალურად, ის ისევ ჩვეულებრივ გოგოდ დარჩა.
ეს განცხადებები შეიძლება სტეფანის კიდევ ერთ გამოხტომად მივიღოთ ხალხის ყურადღების მისაქცევად.
|